თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩის N10-ის მიმდებარედ ასფალტის ახალი საფარი დაიგება
დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N10-ში ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასფალტის დასაგებად მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს, რის შემდეგაც 2000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
აღნიშნულ სამუშაოებამდე, ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შეიცვალა და მოსახლეობას მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარდა. ასფალტის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 64 885 ლარია გამოყოფილი.