ვაკის რაიონში რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობა დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობას განაგრძობს. ამ დროისთვის, ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის N1-3 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი, დავით კვინიკაძე გაეცნო.
პარკში უკვე დაიგო ფილები, მიმდინარეობს ურბანული ავეჯის დამონტაჟება, კეთდება ე.წ. „მოცეკვავე შადრევანი“, ეწყობა კიბეები. გარდა ამისა, ტერიტორიაზე სარწყავი და განათების ქსელები არის გაყვანილი. პარკში, პროექტის ბოლო ეტაპზე, საბავშვო-გასართობ მოედნებთან ერთად, სავარჯიშო ზონები განთავსდება, ასევე, მცენარეები და ბალახი დაირგვება.
დასასვენებელი პარკის ტერიტორია 7 500 კვ. მ ფართობს მოიცავს.