ეკატერინე ტიკარაძე: 12 წლის ზევით ბავშვების იმუნიზაციაზე მსჯელობა გეგმაში გვაქვს

“12 წლის ზევით ბავშვების იმუნიზაციაზე საბჭოს არ უმსჯელია, თუმცა, გეგმაში გვაქვს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, 12 წლის ზემოთ იმუნიზაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო მტკიცებულებებსა და რეკომენდაციებს ელოდებიან.

„12 წლის ზევით ბავშვების იმუნიზაციაზე საბჭოს არ უმსჯელია, თუმცა, გეგმაში გვაქვს, შემდეგ კვირას საბჭოსთან ერთად ვიმსჯელოთ, როგორი იქნება საქართველოს მიდგომა 16 წლის ზემოთ ბავშვების აცრაზე და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოცხადდება, რომელ გზას აირჩევს საქართველოს ჯანდაცვა იმუნიზაციის კომპონენტში და ამ ეტაპისთვის ჩავრთავთ თუ არა 16 წლის ზემოთ მოქალაქეებს. რაც შეეხება 12 წლის ზემოთ იმუნიზაციას, ამასთან დაკავშირებით ველოდებით საერთაშორისო მტკიცებულებებსა და რეკომენდაციებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები