„არაერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც სასწრაფო არასწორ მისამართზე მივიდა“ – ვარკეთილის დასახლების IV მკრ-ის III კვარტალს დასახელებას შეუცვლიან

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლები თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრის, ლევან დავითაშვილის ინიციატივით, ვარკეთილის დასახლება IV მკრ. III კვ. მაცხოვრებლებს შეხვდნენ და დასახლებისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხი განიხილეს.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, მიხეილ ამაშუკელის განცხადებით, მოსახლეობამ საკრებულოს ისნის მაჟორიტარ წევრს, ლევან დავითაშვილს სახელწოდების შეცვლის თხოვნით მიმართა.

„კომისიამ შეისწავლა მოქალაქეთა მოთხოვნა. როგორც ირკვევა, ვაზისუბანში მდებარე ამ დასახლებას მრავალი წელია ვარკეთილის IV მიკრო რაიონად მოიხსენიებენ, რაც არაერთ გაუგებრობას იწვევს, ვინაიდან ვარკეთილშიც მდებარეობს იმავე სახელწოდების დასახლება. მოსახლეობა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ არაერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც გამოძახებული სასწრაფო, მისამართის უზუსტობის გამო, ვარკეთილში არასწორ მისამართზე მივიდა’’, – განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა

კომისიის თავმჯდომარე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ წარმოდგენილი საკითხის განხილვა უახლოესი დღეების განმავლობაში მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები