“პირველი არხის” ოპერატორი: რამდენჯერმე ძალიან ძლიერად მომხვდა თავში ფეხი, მახსოვს, რომ სიმწრისგან დავიყვირე – არ ვიცი, რატომ შეიძლება, რომ ადამიანი გაწირო

“ზოგი “ლაივის” ღვედზე მიჭერდა, ზოგი – კაბელზე, ზოგი ფეხებს მირტყამდა. ზოგი მუშტს მიღერდა. შემდეგ მახსოვს, რომ ძირს დამაგდეს და რამდენჯერმე თავში მომხვდა ფეხი ძალიან ძლიერად”, – ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი, ილია თვალიაშვილი 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

ოპერატორმა “კურიერთან”-თან საუბრისას გაიხსენა, თუ როგორ განხორციელდა ძალადობრივი ჯგუფის მიერ მასზე ძალადობა.

“ზოგი ლაივის ღვედზე მიჭერდა, ზოგი – კაბელზე, ზოგი ფეხებს მირტყამდა. ზოგი მუშტს მიღერდა. შემდეგ მახსოვს, რომ ძირს დამაგდეს და რამდენჯერმე თავში მომხვდა ფეხი ძალიან ძლიერად. ასე გამეტებით მართლა არ ვიცი, რატომ შეიძლება, რომ ადამიანი გაწირო, რომელსაც არ იცნობ და არაფერი დაუშავებია შენთვის. რამდენჯერმე ძალიან ძლიერად მომხვდა თავში ფეხი. უბრალოდ, ერთი მახსოვს, რომ სიმწრისგან დავიყვირე ხმამაღლა და შემდეგ გავითიშე. პოლიციის მანქანაში გამეღვიძა”, – განაცხადა ილია თვალიაშვილმა.

შსს-მ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე კიდევ 1 მოძალადე პირი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები