„ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში არსებულ რეკრეაციულ სივრცეებში მულჩის შეტანას განაგრძობს

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში არსებულ რეკრეაციულ სივრცეებში მულჩის შეტანას განაგრძობს.

ამ ეტაპზე, მულჩის შეტანა გლდანის მე-6 მიკრორაიონის N7 და N20 კორპუსებს შორის მდებარე პარკში განხორციელდა.

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ აწარმოებს ორგანულ მულჩს, რომელიც მწვანე ნარჩენისგან მიიღება. ის ეკოლოგიურად სუფთა ორგანული სასუქია.

ბიოლოგიური ფუნქციის გარდა, მულჩირებას დეკორატიული დატვირთვაც აქვს – გამწვანებული სივრცეების იერსახის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

დედაქალაქის გამწვანებულ ტერიტორიებზე აღნიშნული ორგანული პროდუქტის შეტანა ეტაპობრივად განხორციელდება და მთელს ქალაქს მოიცავს.

შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ მწვანე ნარჩენებისგან მულჩის წარმოება დედაქალაქის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად დაზოგავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები