ვაკეში, აბაშიძის N14-სა და N42-ში წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, აბაშიძის N14-სა და N42-ში, წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება.
სამუშაოების ფარგლებში, მისამართებზე სრულად გამოიცვლება მილები და ჭები, რებილიტირებულ პერიმეტრებზე კი ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
ორივე პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 55 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო და ამავდროულად, ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.