მიმდინარე წელს ვაკის რაიონში 4 სპორტული მოედნის და 5 დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიგეგმა

ვაკის რაიონში, მიმდინარე წლის განმავლობაში, 4 სპორტული მოედნის და 5 დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიგეგმა. 2 სკვერი და 2 სპორტული მოედანი უკვე მოეწყო, დანარჩენ მისამართზე კი, სამუშაოები მიმდინარეობს.

დასასვენებელი სივრცეები მოეწყო შემდეგ მისამართებზე:

ყიფშიძის N10; ჭავჭავაძის N50; ნუცუბიძის III მ/რ IV კვ. N1-3 კორპუსების მიმდებარედ; წყნეთი, ტყე-პარკი; გაბაშვილის N11.

სპორტული მოედნები მოეწყო შემდეგ მისამართებზე:

წყნეთი, ტყე-პარკი; ყაზბეგის N32-34; ნუცუბიძის IV მ/რ N21 კორპუსის მიმდებარედ; პოლიტკოვსკაიას N55-ის მიმდებარედ.

სპორტული მოედნები თანამედროვე სტანდარტებითაა მოწყობილი, სკვერები – კეთილმოწყობილი და გამწვანებული.

დასასვენებელი სივრცეების და სპორტული მოედნების მოსაწყობად გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 314 000 ლარი გამოიყო.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გამგეობის პრიორიტეტებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები