თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება
ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
ჩიქობავას ქუჩაზე, 6300 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.
მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა ბორდიურები.
სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 378,000 ლარია