საბურთალოს რაიონში, კვაჭაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, კვაჭაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 3000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ამჟამად, აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა, რაც პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. პროექტის დასრულების შემდეგ ისინი გადაადგილებას კომფორტულად შეძლებენ.
პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 150 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები