თბილისში, წერეთლის გამზირის N77 ვ-ში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე სამუშაოები წერეთლის გამზირის N77 ვ-ში მიმდინარეობს.
კონტრაქტორმა კომპანიამ ტროტუარების მოწესრიგება უკვე დაასრულა, ახლა სავალ ნაწილზე ასფალტის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამში, ასფალტის საფარი 1450 კვ.მ ფართობზე დაიგება. სამუშაოებისთვის 49 374 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები