სოციალურ ქსელში დაბინძურებული მდინარე მტკვრის ფოტო- და ვიდეომასალა ვრცელდება.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, მდინარის დაბინძურება გუშინდელმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, ხოლო მისი დასუფთავება უახლოეს დროში დაიწყება, რასაც „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.
„მტკვრის დაბინძურება გუშინდელმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. ფაქტის შესახებ ჩვენთვის ცნობილია და მდინარე უახლოეს მომავალში გაიწმინდება“, – აცხადებენ მერიაში.