რობაქიძის გამზირზე ავტომობილების სადგომის ნაცვლად სკვერი მოეწყო
დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობას განაგრძობს. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები რობაქიძის გამზირის N31-ის მიმდებარედ დასრულდა, რომელიც ავტომობილების სადგომად იყო გადაქცეული.
პროექტის ფარგლებში, დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა უსაფრთხოების მოაჯირები. სკვერში დაიდგა საპარკე ინვენტარი.
ამასთან, პატარებისთვის განკუთვნილ სივრცეს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ახალი ატრაქციონები დამონტაჟდა. სივრცეში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა და დაირგო ხე-მცენარეები.
პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სერვისი 2015“ 40 760 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა.