ვინ არის ფერადკანიანი ბიჭუნა, რომელიც ებრაულმა ოჯახმა გადაარჩინა და მსოფლიოს ლეგენდა აჩუქა

კარნოვსკების ებრაულმა ოჯახმა, რომელიც რუსეთიდან აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, 7 წლის ფერადკანიანი ბიჭუნა შეიბრალა და საკუთარ სახლში წაიყვანა. თავდაპირველად, მას სახლის საქმეები დაავალეს და მშიერი ბავშვი გამოკვებეს. იქ, იმ ებრაულ ოჯახში მან პირველად მიიღო სითბო და სიკეთე.

როდესაც ის იძინებდა, მისის კარნოვსკი რუსულ იავნანას უმღეროდა, რომელსაც შემდგომ მასთან ერთად მღეროდა კიდეც.

მოგვიანებით, ბიჭუნამ რამდენიმე რუსული და ებრაული სიმღერა, ასევე, დაკვრა ისწავლა. დროთა განმავლობაში ოჯახმა ბიჭუნა იშვილა. კარნოვსკებმა მას საკუთარი პირველი ინსტრუმენტის, კლარნეტის საყიდელი ფული მისცეს, როგორც ეს ებრაულ ოჯახებში იყო მიღებული. ისინი გულწრფელად აღფრთოვანებულები იყვნენ მისი ნიჭით.

როდესაც ბიჭი ცნობილი მუსიკოსი და კომპოზიტორი გახდა, ამ ებრაულ მელოდიებს საკუთარ კომპოზიციებში იყენებდა, ისეთებში, როგორიცაა: St. James Infirmary  და Go Down Moses.

პატარა ფერადკანიანი ბიჭუნა გაიზარდა და ამ ებრაულ ოჯახზე, რომელმაც ის 1907 წელს იშვილა, წიგნი დაწერა.

ოჯახის ხსოვნით, ის ცხოვრების ბოლომდე ატარებდა დავითის ვარსკვლავს და ამბობდა, რომ ამ ოჯახში მან „ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრება და გამბედაობა“ ისწავლა.

ამ პატარა ბიჭუნას ლუი არმსტრონგი ერქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები