სოლოლაკში, ამაღლების №3-ში მრავალბინიანი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

სოლოლაკში, ამაღლების №3-ში მრავალბინიანი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.

სამუშაოების ფარგლებში, სამსართულიანი შენობის კონსტრუქციული ელემენტები – საძირკველი და მზიდი კედელები გამაგრდება. ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდება ფანჯრებისა და კარების ღიობები, მოეწყობა სეისმური სარტყელი.

აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 18 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.

მიმდინარე სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილზე გაეცნო.

პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 936 ათასი ლარია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები