წყნეთში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
გეგმის თანახმად, 3 000 კვ. მ. ფართობის ტერიტორიაზე, სადაც დაზიანებული გზაა, მოეწყობა გზის საფუძველი, სანიაღვრე კიუვეტი და ასფალტის საფარი დაიგება.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა და მათ პროექტის დეტალები გააცნო.