სამგორის რაიონში, უძოს ქ. №30-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
სამგორის რაიონში, მე-3 მასივში, უძოს ქ. №30-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ლოკაციაზე, საავტომობილო გზის გასწვრივ 88 მეტრის სიგრძის რკინა-ბეტონის კედელი ეწყობა. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 78 548 ლარი გამოიყო.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო.