ფეთქებადი, კაცთმოძულე და აუტანელი – ჭადრაკის გროსმაისტერი ბობი ფიშერი

მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, რობერტ ჯეიმს ფიშერი, აუტანელი კაცი იყო.

მას ყველაფერზე თავისი აზრი ჰქონდა და სხვას არ აღიარებდა. ფეთქებადი და კაცთმოძულე​ კრიტიკითა და სარკაზმით ეპაექრებოდა მეტოქეებს, უბრალო ხალხსა და მმართველებს, სახელმწიფოებს, პოლიტიკურ წყობებს, სოციალურ მოვლენებს, რელიგიებს, მთელ სამყაროს და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მისთვის გამოწვევებს საზღვარი საერთოდ არ ჰქონია.

ბობი ფიშერს შეხედულებები არ შეუცვლია, არ მოუტყუებია, არ სურდა ყოფილიყო ისეთი, როგორადაც სხვას სურდა მისი დანახვა, არავინ უყვარდა, ან კარგი მალავდა საკუთარ გრძნობებს.

გროსმაისტერს მსოფლიო ამაზრზენად მიიჩნევდა. ამ სამყაროსგან მას მხოლოდ ფული სჭირდებოდა, რომელიც მას ისევე სძულდა, როგორც ჭადრაკისათვის უცხო და არასაჭირო რამ… ჭადრაკი მისთვის ყველაფერი იყო. ფიშერი ჭადრაკის გარდა არაფერს აღიარებდა. საჭადრაკო საზოგადოება მეამბოხეს სამაგიეროს უხდიდა – რამდენჯერმე ტიტულიც კი წაართვეს, მაგრამ ვერავინ და ვერაფერმა შეძლო მისთვის გენიალურობის წართმევა.

ბობი, დიდი ალბათობით, სიკვდილსა და ავადმყოფობასაც არ აღიარებდა, ამიტომ, როდესაც თირკმლები დაუავადდა, მან უარი განაცხადა მკურნალობაზე.

მორწმუნე ადამიანებისთვის ფიშერის ყველაზე მკრეხელური სიტყვები ის გახდა, როდესაც მან თქვა, რომ თუ ღმერთთან მოუწევდა ჯადრაკის თამაში, თავად მოიგებდა ან თამაში ფრედ დამთავრდებოდა.

გენიოსი ბობი ფიშერი გარდაიცვალა 64 წლის ასაკში, ზუსტად იმდენი წლის, რამდენი უჯრედიცაა ჭადრაკის დაფაზე.

შესაძლოა, ის პარტია, რომელზეც ოცნებობდა, შედგა. ფრე…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები