საბურთალოს რაიონში უსაფრთხოების მოაჯირები მოეწყო
საბურთალოს რაიონში, 15 მისამართზე, უსაფრთხოების მოაჯირები მოეწყო. ასევე, ტროტუარების დასაცავად, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა იქ ავტომობილების პარკირება ვერ შეძლონ, 40 მისამართზე მოძრაობის შემზღუდავი ბარიერი განთავსდა.
საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის სულ 72 096 ლარი დაიხარჯა.