თბილისის მერი აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს შეხვდა

თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, ანარ კარიმოვ გაბილ ოღლუს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. მხარეებმა განიხილეს თბილისისა და ბაქოს დამეგობრების საკითხი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აზერბაჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ფაიგ გულიევი, კულტურის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების დაცვის, განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსი – აზად ჯაფალი და SOCAR Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი – მაჰირ მამადოვი, ქართული მხრიდან კი მერის მოადგილეები – ილია ელოშვილი და ანდრია ბასილაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები