სოლოლაკში, მაჩაბლის N3-ში არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

მთაწმინდის რაიონში სკვერებისა და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია სოლოლაკში, მაჩაბლის N3-ში არსებულ სკვერს ჩაუტარდა.

სამუშაოების შედეგად, სკვერში მოეწყო სხვადასხვა სახის საბავშო ატრაქციონი, განათების და სარწყავი ქსელი. ასევე, განთავსდა საპარკე ფურნიტურა და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„არსებულ სკვერში ინფრასტრუქტურა სრულად მოუწესრიგებელი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა, ფაქტობრივად, ვერ იყენებდა მას. ახლადრეაბილიტირებულ სკვერში კი, სივრცე ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. რაც მთავარია, ტერიტორიის უმეტესი ნაწილი საბავშვო ზონას დაეთმო. გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს არცერთი უბანი დარჩეს მსგავსი სივრცის გარეშე, შესაბამისად რეკრეაციული თუ მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა წლის ბოლომდე გაგრძელდება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 173 694 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები