პეკინის გამზირზე, მე-2 კვარტალის N8-ში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

პეკინის გამზირზე, მე-2 კვარტალის N8-ში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, წყალარინების გარე ქსელი 96 გრძივ მეტრზე შეიცვლება. განახლდება მილები და ჭები. აღნიშნული პროექტით 96 ოჯახს არსებული პრობლემა მოუგვარდება.

სამუშაოები საბურთალოს გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რაზეც ბიუჯეტიდან 54 697 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები