თბილისში, ზღვისუბნის XI მ.რ. I კვ. N3 კორპუსის მიმდებარედ საგზაო სამუშაოები დასრულდა.
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მ.რ. I კვ. N3 კორპუსის მიმდებარედ საგზაო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 570 კვ.მ ფართობზე დაიგო.
აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 18 000 ლარი დახარჯა.