„ალისა საოცრებათა ქვეყნიდან“ – ვინ იყო ცნობილი გმირის პროტოტიპი
1865 წლის 4 ივლის ლუის კეროლის წიგნის – „ალისას თავგადასავლები საოცრებათა ქვეყნიდან“ – პირველი გამოშვება გამოვიდა.
„ალისა საოცრებათა ქვეყნიდან“, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია მთელ მსოფლიოში. ამასთანავე, მთავარ გმირს სავსებით რეალური პროტოტიპი ჰყავდა, ალისა ლიდელი, რომელსაც მწერალი თავის მიერ გამოგონილ ზღაპრებს უყვებოდა.
ალისა ლიდელმა დიდხანს იცხოვრა. 28 წლის ასაკში ის რეჯინალდ ჰარგრივსზე დაქორწინდა, კრიკეტის პროფესიონალურ მოთამაშეზე და სამი შვილი გააჩინა. სამწუხაროდ, ორივე უფროსი ვაჟი პირველ მსოფლიო ომში დაეღუპა. ალისა 1934 წელს, 82 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
თავდაპირველად ზღაპარს „ალისას მიწისქვეშა თავგადასავლები“ ერქვა, ხოლო მისი ხელნაწერი ეგზემპლარი, რომელიც ლუის კეროლმა ალისას აჩუქა, მან 1926 წელს ელდრიჯ რ. ჯონსონს, Victor Talking Machine Company-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს 15 400 ფუნტად მიჰყიდა.
დღესდღეობით აღნიშნული ხელნაწერი ბრიტანულ ბიბლიოთეკაში ინახება.