საბურთალოს რაიონში, გ. ჩოხელის ქუჩის III ჩიხში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, გ. ჩოხელის ქუჩის III ჩიხში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, 1400 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარის ქვედა ფენა დაიგო. აღნიშნულ მისამართზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. უახლოეს მომავალში სამუშაოები დასრულდება და ადგილობრივი მცხოვრებლები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 70 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები