„არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო – Leader of the Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის დაჯილდოების რიგით მეათე საიუბილეოცერემონიაზე კომპანია „არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო – Leader of the Year გადაეცა.

როგორც ,,კვირას” ,,არემჯიდან” აცნობეს, კომპანიას ლიდერის სტატუსი, ობიექტურ რანჟირებაზე დაყრდნობით – თანამშრომლების თვიური ანაზღაურებისა და დასაქმებულებზე დანახარჯის კრიტერიუმით მიენიჭა.

“ბევრი ჯილდო მივიღეთ ამ ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა, დღევანდელი ჯილდო – წლის ლიდერი- განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს მონაცემები ჩვენს თანამშრომლებს ეხება. ჩვენ ბოლო წლებია,სისტემატურად ვახერხებთ სახელფასო ბადის გადახედვას და საშუალოდ 10% ვუზრდით დასაქმებულებს ანაზღაურებას. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც მოვახერხებთ, ერთი მხრივ, ამ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას, ხოლო, მეორე მხრივ, ამ მონაცემების კიდევ უფრო გაუმჯობესებას“, – განაცხადა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა, კახაბერ მჭედლიშვილმა.

ბიზნეს რეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის, 2015 წლიდანსაქართველოს. ბიზნეს რეიტინგების კავშირის პარტნიორი 2017 წელს გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია, ამ პერიოდიდან ბიზნეს-კომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year. კომპანიების წარდგენა საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად ხდება ობიექტური რანჟირების საფუძველზე, იმ მონაცემებზე დაყრდნობით, თუ როგორია კომპანიის წლიური ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები.

წლევანდელ ცერემონიაზე საერთაშორისო ჯილდო, ჯამურად, 30 ქართულ და საერთაშორისო კომპანიას გადაეცა. „არემჯიმ“ აღნიშნული ჯილდო უკვე მეორედ მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები