თეა წულუკიანი: პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც შეეძლო

“საქართველოში არ არსებობს ადამიანი, არამცთუ რომელიმე მინისტრი, არამედ ადამიანი, იქნება ეს ერის კაცი თუ სასულიერო პირი, რომელიც არ ემიჯნება ძალადობას”, – ასე ეხმაურება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

მისი შეფასებით, პოლიციას როგორც შეეძლო, ისე მოქმედებდა.

“მე არ მეგულება საქართველოში ადამიანი, ვინც ძალადობას არ ემიჯნება. საქართველოში არ არსებობს ადამიანი, არამცთუ მინისტრი რომელიმე, არამედ ადამიანი, იქნება ეს ერის კაცი თუ სასულიერო პირი, რომელიც არ ემიჯნება ძალადობას.

გუშინ ვიხილეთ გარკვეული მოვლენები, რა თქმა უნდა, მალე გამოჯანმრთელება მინდა, ვუსურვო ყველას, ვინც დაზიანდა, არა მხოლოდ ჟურნალისტს, არამედ – ნებისმიერ სხვა ადამიანს. პოლიცია მოქმედებდა, არა მხოლოდ გუშინ იმ ფარგლებში, რაც მას შეეძლო, არამედ აქციის დღემდეც. ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო მათი მხრიდან ყველასთან”, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები