ვიოლა ფონ კრამონი: „ქართული ოცნების“ ლიდერები ვერ ახდენენ დამნაშავეების სათანადოდ დაგმობას
„როდესაც ძალადობრივი ჯგუფი სცემს ჟურნალისტებსა და LGBT +, როდესაც მთავრობა უყურებს, ეს კანონის უზენაესობის დანგრევის საშიში ნიშანია“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერში” წერს.
როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ლიდერები ვერ ახდენენ დამნაშავეების სათანადოდ დაგმობას, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას.
„როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები იმის ნაცვლად, რომ იმოქმედონ თავიანთი მანდატით, როგორც კონსტიტუციის გარანტებმა, სპეკულირებენ ამ თემასთან დაკავშირებით და ვერ ახდენენ დამნაშავეების სათანდოდ დაგმობას, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას“, – წერს ევროპარლამენტარი.