საბჭოთა სიმბოლიკა და ცარიელი გორის თეატრი – გრიშა ონიანი პარტიის ყრილობას მართავს

გრიშა ონიანი პრორუსული პარტის ყრილობას მართავს. ის თავის ათობით თანამოაზრესთან ერთად გორის თეატრში იმყოფება და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მხარდამჭერს შორის მხოლოდ ის ადამიანები არიან, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას და სტალინის ძეგლის გორის ცენტრში დაბრუნების მოთხოვნით აქციებს მართავენ.

როგორც ცნობილია, ონიანი გორის მერობის კანდიდატი იქნება და  მისი მთავარი დაპირება სწორედ საბჭოთა დიქტატორის ძეგლის გორის ციხეზე აღმართვაა.

გორის თითქმის ცარიელი თეატრის დარბაზში საბჭოთა სიმბოლიკებია გამოფენილი, რაც კანონდარღვევაა, თუმცა დირექცია ამაში პრობლემას ვერ ხედავს. თეატრში ამბობენ, რომ ონიანს დარბაზი 1 200 ლარად მიაქირავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები