პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნონა მამულაშვილმა რუსეთის ჰიმნი ჩართო.
მამულაშვილმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერა, როდესაც ტრიბუნასთან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გამოდიოდა სიტყვით.
მამულაშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მიმართა და აღნიშნა, რომ მისი ქმედება სირცხვილია.
„ბრავო! ადგილი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ! ბრწყინვალე მაგალითია. სირცხვილია, ქალბატონო ნონა. ეს კარგად აჩვენებს ყველაფერს. დამნახავი დაინახავს“,- განაცხადა კუჭავამ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში სესია, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშზე პოლიტიკური დებატებით გაიხსნა.