28 ივნისის მონაცემებით, ჯამურად, 254 737 აცრა ჩატარდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 ივნისის მონაცემებით, ჯამურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო 254 737 აცრა ჩატარდა.
მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 94 740 ადამიანი.
“აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.