კონკურენციის ეროვნული სააგენტოსა და AA Facility-ის ორგანიზებით, მედიის წარმომადგენლებისთვის გასვლითი სემინარი გაიმართა(ფოტო)

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და AA Facility-ის ორგანიზებით მედიის წარმომადგნლებისთვის გასვლითი სემინარი გაიმართა
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებისთვის გასვლითი სემინარი – კონკურენციის პოლიტიკა და ანტიდემპინგური ღონისძიებები ჩატარდა. სამუშაო შეხვედრა 26-27 ივნისს, „ლოპოტა რეზორტში“ გაიმართა, რომელსაც ტელე, რადიო და ონლაინ მედიის 30-მდე წარმომადგენელი, ასევე – დარგის ექსპერტები, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები და მოწვეული სტრუმრები ესწრებოდნენ.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ დამსწრე საზოგადოებას უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მათ შორის, 2021 წლის 6 თვის განმავლობაში დასრულებული და მიმდინარე საქმეები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა დეტალურად მიმოიხილეს ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების მიზნით – შესწავლის წარმოების წესები და პროცედურები, დემპინგისა და ზიანის ფორმები, ზოგადი პრინციპები. ასევე, კონკურენციის კანონში მიღებული ცვლილებები, სააგენტოს ახალი უფლებამოსილებები და პროცედურული ნორმები. ცვლილებები შერწყმის კონტროლის პროცედურაში და რეგულირებად სექტორებში კონკურენციის აღსრულების მექანიზმები.
მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა – საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე, დავით კოღუაშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები