ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე გაკეთებული განცხადებები არ ეფუძნება შარლ მიშელის დოკუმენტს

ფაქტია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე გაკეთებული განცხადებები არ ეფუძნება შარლ მიშელის დოკუმენტს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

„გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ეს პროცედურები წარიმართა როგორც კონსტიტუციის, ისე შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, თავიდან ბოლომდე სიმართლე ჩვენს მხარესაა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, არის რამდენიმე ტექნიკური ნიუანსი შარლ მიშელის დოკუმენტთან მიმართებით. „რამდენიმე პუნქტი 19 აპრილს შარლ მიშელის დოკუმენტში დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პუნქტები ჩვენ უკვე შესრულებული გვქონდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, მივანიშნეთ ამ ხარვეზზე, თუმცა მათი თხოვნა იყო, რომ ჩვენ დამატებითი დაზუსტებისგან შეგვეკავებინა თავი, რადგან ამას შეთანხმებისთვის დამატებითი დაბრკოლება არ შეექმნა. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ“, -აღნიშნა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ამ საკითხთან მიმართებით, ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. „ეწერა, თუ რა ტიპის კანონი უნდა მიღებულიყო პარლამენტი მიერ და ჩვენ ზუსტად ეს კანონი მივიღეთ“,- განაცხადა კობახიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები