ირაკლი ღარიბაშვილი: რატი ბრეგაძის ინიციატივაა, რომ უახლოესი წლების განმავლობაში, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით საბჭოთა კანონმდებლობა ჩანაცვლდეს
პრემიერი მხარს უჭერს იუსტიციის მინისტრის ინიციატივას ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ბატონი რატი ბრეგაძის ინიციატივაა, რომ უახლოესი წლების განმავლობაში, კერძოდ, 2020-2024 წლებში, საბჭოთა დროინდელი კანონები ჩანაცვლდეს თანამედროვე კანონმდებლობით, მოხდეს ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან, – განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია სიფრთხილეს საჭიროებს, რათა არ მოხდეს ნაკოდანაშაულის წახალისება:
„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არაერთთხელ გადაიდგა ლიბერალიზაციის მიმართულებით ნაბიჯები, მზად ვართ მოვისმინოთ ინიციატივები, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რომ მძიმე ნარკოტიკების სტიმულირებაც არ მოხდეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.