მაიამიში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 99-მდეა გაზრდილი – ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა (ფოტო, ვიდეო)

ფლორიდის შტატში, მაიამიში 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 99-მდეა გაზრდილი.

ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს.

ამასთან, აღინიშნება, რომ 102 ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენა მოხერხდა, რომლებიც ნანგრევებში შეიძლება, ყოფილიყვნენ მოყოლილნი.

როგორც მაიამი-დეიდის ოლქის ხელმძღვანელმა, დანიელა-ლივაინ კავამ განაცხადა, ისინი უსაფრთხოდ არიან.

ამასთანავე, 99 ადამიანის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია. ისინი თეორიულად შესაძლებელია, ნანგრევებში იყვნენ მოყოლილნი.

მაიამიში შენობა 24 ივნისს ჩამოინგრა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფლორიდის შტატში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ფედერალურ მთავრობას დახმარებას გაუწევენ.

ამასთანავე, მედია სამ დაღუპულზეც ავრცელებს ინფორმაციას.

ნანგრევებიდან 53 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა, მათგან 25 თავს ნორმალურად გრძნობს, დანარჩენებს დახმარება დასჭირდა.

რა გახდა საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

დანიელა-ლივაინ კავამ ივარაუდა, რომ საუბარი შეიძლება, მიდიოდეს შენობის ”სტრუქტურულ პრობლემებზე”, თუმცა, გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები