მეუფე სპირიდონი: საცოდავმა ლომჯარიამ ახალი რამ გააჟღერა, სასწავლებლებში ტრანსგენდერები უნდა მიიღოთო (ვიდეო)

სხალთელმა მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ეშმაკი კომპრომისზე არასდროს წასულა და არც არასდროს წავა.

“საცოდავმა ლომჯარიამ რამდენიმე დღის წინ ახალი რამ გააჟღერა: უმაღლეს სასწავლებლებში ტრანსგენდერები უნდა მიიღოთო. ხედავთ?! ნუ ვეფერებით ეშმაკს. იმ ნინოს რომ ეფერები, მაინც თავის საქმეს გააკეთებს. თავზე ხელი ვუსვათ და რა გამოვიდა, გამოვიდა და რა თქვა, უმაღლეს სასწავლებელში ტრანსგენდერები მიიღეთო. ჩვენ მოგვეცა იარაღად ბასრი მახვილი მხილების, არ უსწავლებია ჩვენთვის უფალს თავზე ხელი უსვით და ეფერეთო, მან თქვა ამხილეთო. ბოლოჟამია, ეშმაკი კომპრომისზე არასდროს წასულა და არც არასდროს წავა”, – აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები