თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ მწვანე ნარგავების წამლობას განაგრძობს
თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ მწვანე ნარგავების წამლობას აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად წამლობის სამუშაოები, დიღმის მასივში, რობაქიძის ქუჩაზე, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე, ტექსელის სახელობის პარკში, ნოდარ ახალკაცის ქუჩაზე, ევგენი მიქელაძის ქუჩაზე და დიღმის ტყე პარკში განხორციელდა.
ამასთან, ჭავჭავაძის ქუჩაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, გენერალ კვინიტაძის ქუჩაზე, ბაქრაძის ქუჩაზე, გურამიშვილის გამზირზე, ბარათაშვილის ქუჩაზე, დ. ალექსიძისა და თაყაიშვილის ქუჩებზე არსებული გამწვანებული თარგები განმეორებით შეიწამლა.
მცენარეების წამლობა კიდევ გაგრძელდება.