მეუფე სტეფანე: მირჩევნია, ციხეში წავიდე, ვიდრე “გავაპრავო” სოდომური ცოდვა

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე თბილისი პრაიდის მიერ 5 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებას – “ღირსების მარში – სოლიდარობისთვის” გამოეხმაურა.

მისი თქმით, სოდომური ცოდვის “გაპრავებას” ციხეში წასვლა ურჩევნია.

“მირჩევნია, ციხეში წავიდე, ვიდრე მე დღეს ვიდგე და თქვენ გვერდით გავაპრავო, გავამართლო არა, გავაპრავო სოდომური ცოდვა. თუ დღეს ამის გამო ფასია, რომ ციხეში უნდა წახვიდე – მე წავალ”, – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები