ამირან გამყრელიძე: „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ველოდებოდით ხვალისთვის და ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული დოზების შემოსვლის თარიღი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღებას ხვალისთვის ელოდებოდნენ, თუმცა, ამ დრომდე დაზუსტებული არ არის თარიღი, როდის მიიღებს ქვეყანა დამატებით დოზებს.

„ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩვენ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ველოდებოდით ხვალისთვის და ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული დოზების შემოსვლის თარიღი. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, გვქონდეს გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ეს არ მოქმედებს სამედიცინო დახმარების ხარისხზე. „ასტრაზენეკას“ მეორე დოზა კეთდება 8-12 კვირის პერიოდში, როცა მას აქვს განსაკუთრებით კარგი ე.წ. ბუსტერული, ანუ გამაძლიერებელი ეფექტი. დღეს რესპუბლიკურში პრობლემა აღარ იქნება, რადგან ქუთაისიდან, გორიდან, მცხეთიდან და რუსთავიდან მოვახდინეთ მობილიზება გარკვეული ნამატი დოზების და ვინც რესპუბლიკურში დღეს იყო ჩაწერილი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიიღებს შესაბამის მეორე დოზას, მაგრამ დანარჩენზე უნდა დავლაგდეთ ამ კვირაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები