იუზგარი – ზნე-კეთილი (როგორ ახსნიდა ჟარგონულ სიტყვებს სულხან-საბა)

ინტერნეტში ბევრ საინტერესო რამეს წაააწყდებით. მაგალითად, არსებობს ვებგვერდი, სადაც შეგვიძლია ცნობილ ჟარგონებს შევავლოთ თვალი და წარმოვიდგინოთ, თუ როგორ განმარტავდა მათ სულხან-საბა ორბელიანი.

სამწუხაროდ, ჟარგონული ენა დღეს საკმაოდ პოპულარულია და ალბათ, ყოველთვის ასე იყო, თუმცა, ბუნებრივია, არსებობს სიტყვები, რომლებსაც ადრე გაცილებით ხშირად იყენებდნენ, ხოლო ახლა შესაძლოა, მათი მნიშვნელობაც დაგვავიწყდა.

ასეა თუ ისე, ჟარგონული ენა კომუნიკაციის ძალიან აქტუალური ფორმაა და ჩვენს ყოველდღიურობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამიტომაც, განსაკუთრებით საინტერესოა, გადავხედოთ მათ განმარტებებს და სურვილის შემთხვევაში, დავაკორექტიროთ კიდეც (კომენტარების ველში მიუთითეთ, თუ რომელ განმარტებას არ ეთანხმებით და ჩაანაცვლეთ ის თქვენეული ვერსიით).


ასნი – თუალითა დანახული
იზმენა – რისამე ვერ-ყოფისათჳს გულისა ძრწოლა
იდეინი – ჰაზრით მაცხოვნე
ისპალნიტელი – ავისა გამეტებულად მოქმედი
იუზგარი – ზნე-კეთილი
აიფი – სიამე აღმატებული; გინა მიუმხუდარისა დაცინვა
კატაობა – ნარნარად სრბოლა
კიმარი – გაბრუებულის კაცისაგან თავის კანტურზედ იტყჳან
კიშკაობა – მომეტებულის საჭმლისა შექცევა
კლიჩკა – სხუათა ენაა: ცხოველთ საწოდებელი
კუში – ფულად მისაღები
აწირაკი – ერთი წვრილფეხა გოგო ბიჭ-თაგანი
ლევი – არმად ნაშოვნი
ამაშა – მეძავთ სარქალი
მანაგუა – თრიაქის ფაფა
მანდრაჟი – სულთ ფორიაქი
მარიაჟი – თჳსის პეწისა დია მოყვარული
მასტი – რისამე თანხუედრად კეთილი
მაყუთი – ნაღდი ფული
მახატია – არად მიჩნს
მესნი – ამა ადგილთა მობინადრე
მეშჩანი – ფუყე სვეტი
მიირთვა – ცთომილება ჰყო
მოზაგაჟნიკება – თადარიგად ქონა
მოზგი – ბევრისა მცოდნე, თუმც არა-ბრძენი
მოკეტვა – მყუდროდ შთენა
მოსმა – ვინმესთჳს სახელის საჯაროდ შემწიკულა
მოქესტვა – ნაჩქარობისათვის რაიმესი ვერ-სრულად დამალვა
მოღუნვა – მაყუთის დასქელება
მოყომარება – შეგონებით დარწმუნება
მოწვა – ზრახვასა მიუხვდა
მოხსნა – სათაჳსოდ გაიხადა
მუღამი – გულისთქმისა პასუხი
აკოლი – ერთს ცარცვათაგანზედ წაქეზება
ნასედკა – ავთა მსტოვარი
ნახალკის შეტენვა – უბრალოზედ ცოდჳს შეთხზვა
ნივიჟუს დარტყმა – შეჴუჱდრისას პირისა მორიდება

 

ნაწ III

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები