მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის №30-ში საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქ. №30-ში საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა, რითაც ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებთან გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნება.

კედლის მშენებლობას მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 85 000 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ინსტალ +“ აწარმოებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები