ავტობუსი N51 ხვალიდან დადგენილი სქემით იმოძრავებს

გლდანის რაიონში, ლესელიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასთან ერთად, ხვალიდან ავტობუსი N51 ძველი, დადგენილი სქემით იმოძრავებს.

ლესელიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ავტობუსი N51 გადაადგილდებოდა შეცვლილი მარშრუტით – მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, თიანეთის გზატკეცილზე სვლას მარცხნივ მოხვევით განაგრძობდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავტობუსი მგზავრებს ძველი, დადგენილი სქემით მოემსახურება, რომლის მიხედვითაც, მგზავრების მომსახურებას მე-8 მიკრორაიონის მიმართულებითაც შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები