თბილისში, შარვაშიძის ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება

ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. მერი შარვაშიძის ქუჩაზე, 4 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.

პროექტის ფარგლებში, ბორდიურები და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 260 000 ლარია.

მიმდინარე წელს ივერთუბანში ექვსი ქუჩა დაიგო. წლის ბოლომდე კიდევ 10 მოწესრიგდება.

პროექტის მიმდინარეობას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი – ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები