თბილისში ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქის ინფრატრუქტურაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

როგორც მან ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე აღნიშნა, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო იმისათვის, რომ ეს მიმართულება სრულად მოწესრიგდეს, თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება, რათა ყველა პროექტი ზედმიწევნით შესრულდეს.

კალაძის განმარტებით, 2018-2021 წლებში დედაქალაქში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა 5 400 000 კვ.მ ფართობის გზის საფარი. ამისათვის, ჯამურად, 403 500 000 ლარი დაიხარჯა. მოცემულ პერიოდში სრულად რეაბილიტირდა 903 ქუჩა, ხოლო ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები ჩატარდა 422 ქუჩაზე.

2018-2021 წლებში რეაბილიტირდა: კახეთის გზატკეცილი, ჭავჭავაძის გამზირი, ბარათაშვილი აღმართი, რობაქიძის გამზირი, დუმბაძის გამზირი,  ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ბარათაშვილის ქუჩა, ასევე, ლეხ კაჩინსკის, ხიზანიშვილის, ვეკუას, ხოჭოს ტბის, კოსტავას, შარტავას, კანდელაკის ქუჩები, სოფელი დიღომი – დიდგორი – თელოვანის საავტომობილო გზა. ამავე პერიოდში მოეწყო: დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა, თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკამდე მისასვლელი გზა, თბილისი – ნაფეტვრების გზის მონაკვეთი და სამგორის რაიონში, სამხედრო დასახლების შიდა გზები.

ასევე, „თბილისის განვითარების ფონდის“ პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, რეაბილიტირდა 93 ობიექტი, რომელთაგან 74 კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლია.

გარდა ამისა, აშენდა 3 გზაგამტარი და რეაბილიტირდა10 ხიდი, წყალგაყვანილობის ქსელს შეუერთდა 1200-მდე აბონენტი და წყალარინების ცენტრალურ ქსელზე დაერთდა 1800-მდე აბონენტი. ამასთანავე,  383 მისამართზე მოეწყო საყრდენი კედლები და 355 საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდა გამაგრების სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები