ბაცნობა – უწვერულთ ყრმათა ლაღობა (როგორ ახსნიდა ჟარგონულ სიტყვებს სულხან-საბა)

ინტერნეტში ბევრ საინტერესო რამეს წაააწყდებით. მაგალითად, არსებობს ვებგვერდი, სადაც შეგვიძლია ცნობილ ჟარგონებს შევავლოთ თვალი და წარმოვიდგინოთ, თუ როგორ განმარტავდა მათ სულხან-საბა ორბელიანი.

სამწუხაროდ, ჟარგონული ენა დღეს საკმაოდ პოპულარულია და ალბათ, ყოველთვის ასე იყო, თუმცა, ბუნებრივია, არსებობს სიტყვები, რომლებსაც ადრე გაცილებით ხშირად იყენებდნენ, ხოლო ახლა შესაძლოა, მათი მნიშვნელობაც დაგვავიწყდა.

ასეა თუ ისე, ჟარგონული ენა კომუნიკაციის ძალიან აქტუალური ფორმაა და ჩვენს ყოველდღიურობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამიტომაც, განსაკუთრებით საინტერესოა, გადავხედოთ მათ განმარტებებს და სურვილის შემთხვევაში, დავაკორექტიროთ კიდეც (კომენტარების ველში მიუთითეთ, თუ რომელ განმარტებას არ ეთანხმებით და ჩაანაცვლეთ ის თქვენეული ვერსიით).


ეწელა – ფიცხად წინა აღუდგა
ავარდნა – ჟინთ აშლა
აიწია – ფრიად განკჳრდა
ამტუტება – წესთ აღრევა
ანტიფრონცკი – ზმანითა მოამაყე, გინა კოხტაპრუწა
არიფი –  ჰარიფი – უცდელზედ ითქმის
არღნის ჩიტი – მუდმივ სტუმრობისა და ცეკვა-თამაშის მოყვარულს დიაცზედ იტყჳან
ატაშოლი – ძმადნაფიცისა ძმობითგან განზიდვა
აუდე – წარსვლისაკენ უკმეხი მოწოდება
ახევა – წართმევა მძლავრისაგან
აზარი – სიტყუა-პასუხი
ბაზრის შეყვანა – რა პირისა მოსაშინჯად სიტყუა განფინო
ბაზარში წამოიკიდა – საუბრითა მტყუვან-ჰყო
ბათქი – ურთიერთ საშუღლო პაემანი
ბალამუტი – აღრევის მოწადინეთა ჴმიანობა
ბანძი – ცუდუბრალო
ბასიაკი – მდაბალი მემთვრალე
ბაცანა – ლაწირაკი
ბაცნობა – უწვერულთ ყრმათა ლაღობა
ბირჟა – ესე ოდეს ყმანი საფიხვნოდ შეიყრებიან, უშვერებენ და ამპარტავნებენ
ბლატავი – გულ მაღლად საუბარი
ბოი-ფრენდი – ენგლიზელთა ენაზედ კუროსა ჰქვიან, სიძჳთ მტრფიალებელი
ბოლი – თრიაქთ წვისა მშრალი ნისლი
აბაზრება – ზურგთ-უკან რაიმესი მხელა, გამსკდართან ნახავ
გაბლატავდა – გული მოიცა
გაგება – წესი, მოძღურება
გადაახტა – თავზედო, ამბობენ, ესე ვითარ არა ნიშნეულ ჰყო
გადირკვა – ვისიმე ფეხებ შუა ბურთისა გაძვრინება
გამაზვა – თჳსის ჰაზრის სისწორისა თავდებობა. რა ორთა გამმაზავთა შორის ერთი გამტყუვნდეს, გამტყუვნებულმან ფულითა გინა სხჳთა ზღოს
გამსკდარი – ურთიერთას თქმული, ამბავზედ იტყჳან, ხოლო განიყოფებიან ესე ვითარ: გაბაზრებული, რაჲცა არს ჩუმად გამხელილი და გახეთქილი, რაჲცა არს გამხელილი შფოთითა
გარეკილი – ჭკვა მხიარული
გასროკვა – სროკზედ წარგზავნა
გატანა – ჭერ-ქუეშ ცარცვა
გატყდომა – წყენასავით
გატეხილშია – ხასიათ შემუსვრილია
გაუჩალიჩა – ავი შემართა
გაფრენა – ჭკჳთგან გარდასლვა
გაჩითვა – ჩუმი გაშინჯვა
გახურება – შუღლთ საბაბისა ძიება
გოიმი – კაცი მცირის დაბითგან ქალაქსა ჩასული, გარნა მუნ მკჳდრობისა ვერ-შემშუჱნებელი
გრეხი – კაცის მიმართ შენაცოდი რაჲმე
გულავი – თჳსისა სურჳლისამებრ დროის გატარება

 

ნაწ.I 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები