სოლოლაკში, მაჩაბლის N3-ში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
სოლოლაკში, მაჩაბლის N3-ში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი მიმდინარეობს.
რაიონის გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო ატრაქციონები, განათებისა და სარწყავი ქსელები მოეწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა – საპარკე სკამები და ურნები. ასევე, მოეწყობა გამწვანების კუნძულებიც.
მიმდინარე სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 173 694 ლარია გამოყოფილი.