პრემიერმინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერს შეხვდა.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა სომხეთსა და აზერბაიჯანში გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას შეეხო.
მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის კუთხით საქართველოს როლზე იმსჯელეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები დასახეს. აღინიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს თავის როლს, როგორც ქმედითი, საიმედო პარტნიორი და აშშ-ს ერთგული მოკავშირე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

შეხვედრას ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი და საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები