წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა და კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა გრძელდება
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა და კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა გრძელდება.
კომბინირებული სპორტული მოედანი შემოიღობა, დამონტაჟდა ფარები, ბოლო ეტაპზე კი, რბილი საფარი დაიგება. დანარჩენ ტერიტორიაზე, პროექტის თანახმად, სხვადასხვა სახის საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ბატუტები და სხვა ინფრასტრუქტურა რამდენიმე ზონაზე გადანაწილდება.
ამჟამად, მონტაჟდება შესაბამისი საპარკე ავეჯი, უკვე მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები, კეთდება სავალი ბილიკები. ტერიტორიაზე დაირგვება მცენარეები.
მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი – დავით კვინიკაძე გაეცნო.