მთაწმინდის რაიონში, ორ მისამართზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონში, ორ მისამართზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურა ვ. ბერიძის ქ. N2-ში არსებულ შიდაკვარტლურ ეზოში და გ. რჩეულიშვილის ქუჩის პერიმეტრზე მოწესრიგდება. ასფალტის საფარი, ჯამურად, 1 500 კვ. მ. ფართობზე დაიგება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 65 000 ლარია გამოყოფილი.