თბილისი ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ „ანგელოზ ინვესტორებს“ უმასპინძლებს

თბილისი 23-24 ივნისს ესტონეთიდან, ლიეტუვადა და ლატვიიდან მოწვეულ   „ანგელოზ ინვესტორებს“ უმასპინძლებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მათი ვიზიტის მიზანი საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და ადგილობრივი სტარტაპებისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნაა.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისს ეწვევიან Litban-ის (Latvian Business Angel Network), Latban-ის (Lithuanian Business Angel Network) და Estban-ის (Estonian Business Angels Network) ინვესტორები.

პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ე.წ. pitch day – მოკლე პრეზენტაციების წარდგენა, სადაც წინასწარ შერჩეულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს  შესაძლებლობა ექნებათ, ფინანსების მოზიდვის მიზნით, 24 ივნისს უცხოელი და ქართველი ინვესტორების წინაშე საკუთარი საინვესტიციო პროექტები წარადგინონ.

ტექნოლოგიური მიმართულებით დაინტერესებულ სტარტაპებს 15 ივნისის 18:00 სთ-მდე შეუძლიათ, რეგისტრაცია გაიარონ მითითებულ ბმულზე: https://cutt.ly/SnRwItb

შერჩეულ კომპანიებს საკუთარი პროექტების წარსადგენად ექნებათ 5 წუთი. ღონისძიების შემდგომ, გაიმართება Networking სესიაც. შერჩეულ კომპანიებს pitch day-ზე წარდგენამდე ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრეინინგი.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიისა და „ანგელოზ ინვესტორთა“ ქსელის – AXEL-ის ორგანიზებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები